ლეო მესი მადრიდის “ატლეტიკოს” ღამის კოშმარად ექცა. მას მადრიდელთა კარში 20 გოლი აქვს გატანილი, აქედან 17 ლა ლიგაზე, ხოლო 3 ესპანეთის სამეფო თასზე. “ატლეტიკო” მესის “საყვარელი” გუნდია, რომელსაც “მადრიდის რეალი” მოსდევს 18 გატანილი გოლით.
არგენტინელმა ესპანელებთან შეხვედრაში სამჯერ შესძლო ჰეთ–თრიკის შესრულება. პირველად 2008/2009 წლის სეზონზე, მეორედ 2 წლის შემდეგ ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში “კამ ნოუზე”, მესამე კი შვიდი თვის შემდეგ 2011/2012 წლების სეზონის დასაწყისში, როდესაც “ბარსამ” მეტოქეს სძლია ანგარიშით 5–0.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლეო ბოლო 5 მატჩია მეტოქეს ზედიზედ უტანს გოლებს. უკანაკნელი თამაში, რომელიც არგენტინელმა უგოლოდ დაასრულა 2010 წლის 14 თებერვალს გაიმართა. ამ შეხვედრაში კატალონიელები დამარცხდნენ ანგარიშით 2–1. ერთადერთი გოლი კი იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზეა.



