კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი კრისტიან ტელიო თვლის, რომ ჯერ ძალიან ბევრი უკლია იმისთვის, რათა “ბლაუგრანას” ყოფილ ფეხბურთელს და ლეგენდარულ ტიერი ანრის შეადარონ.
“მე ჯერ ძალიან შორს ვარ ანრის ფეხბურთთან და მის გოლებთან. თუმცა მე კარგ სეზონს ვატარებ. მე სულ მსურს თითოეულ წუთში თამაში თუმცა მე კმაყოფილი ვარ იმ სათამაშო დროითაც, რომელსაც ვღებულობ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლეოს კვლავ შეუძლია თამაში. მას არ უთამაშია “ბაიერნის” წინააღმდეგ და ეს ძალიან სერიოზული დანაკარგი იყო. როდესაც მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი არ იმყოფება ეს ადვილად შესამჩნევია.” – განაცხადა ტელიომ.


