მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ძანეტი: ”მესის მარადონასთან შესადარებლად არ სჭირდება მუნდიალის მოგება”

ძანეტი: ”მესის მარადონასთან შესადარებლად არ სჭირდება მუნდიალის მოგება”

მილანის ”ინტერის” მცველი, ხავიერ ძანეტი თვლის, რომ ”ბარსელონას” თავდამსხმელის მარადონასთან შესადარებლად არ არის აუცილებელი მუნდიალის მოგება, იტყობინება ესპანური პრესა. 

ახლა უკვე ბევრი ადარებს მესისა და მარადონას. სხვათა შორის, ძალიან ბევრი თვლის, რომ ლეომ უკვე მიაღწია უფრო მეტს, ვიდრე მარადონამ.

”როგორი ფენომენიც არ უნდა იყო, მაინც მოგიწევს 19-20 წლის ასაკში ურთულესი პერიოდის გავლა. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მესის მხრებზე ეროვნული ნაკრების ლიდერობა აკისრია. ვერ ვხვდები, მესისა და მარადონას შედარების აზრს. მე თვითონ კი ვთვლი, რომ ლეოს მარადონასთან შესადარებლად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება არ სჭირდება, მან უკვე დაუმტკიცა ყველას ყველაფერი.” – განაცხადა ძანეტიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში