კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველის მარტინ მონტოიას მხრიდან არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა “ინტერში” გადასასვლელათ და მოლაპარაკებების დასაწყებად. შეგახსენებთ, რომ აქამდე იტალიური პრესა აქტიურად წერდა, თითქოს “ინტერი” ძალიან ახლოს იყო 22 წლის ფეხბურთელის შესაძენად.
ფეხბურთელის აგენტმა, ხოსე ორობტიგმა FcInternews.it-თან ინტერვიუში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
“დიახ მე მოვისმინე ეს ჭორები. მაგრამ ეს არაფრით მეტია ისევე როგორც გაზეთის სპეკულაციები. სიტუაცია მარტივი და ცხადია – მარტინს “ბარსელონასთან” კონტრაქტი აკავშირებს, ის ბედნიერია აქ და კლუბისგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს. ჩვენ არანაირ მოლაპარაკებებ არ ვმართავთ “ინტერთან”. – დაადასტურა ფეხბურთელის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ მონტოიამ მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე 22 შეხვედრის ჩატარება მოახერხა.



