კატალონიური “ბარსელონა” აქტიურად აგრძელებს იაია ტურეს შემცვლელის ძიებას.
ჩემპიონების თვალთახედვის არეალში “ვილიარეალი” მოექცა, უფრო ზუსტად კი მისი კაპიტანი, მარკოს სენა. ვეტერანი ჰავბეკი სამ მილიონად ფასდება, რაც საკმაოდ კარგი ფასია მისი დონის ფეხბურთელისათვის. ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელი შეიძლება შეუწყოს იმანაც, რომ მომავალ წელს ექს-ბრაზილიელს კონტრაქტი ეწურება “ყვითელ წყალქვეშა ნავთან”. “ვილიარეალი” არ უნდა იყოს წინააღმდეგი, რომ კაპიტნის მეშვეობით ფული იშოვოს.
აქვე მინდა დავამატო, რომ “ბარსელონა” ცდილობს შეიძინოს მაღალი კლასის ფეხბურთელი 10 მილიონის ფარგლებში, სენა კი ამ პოზიციაზე იდეალური ვარიანტი იქნება მიუხედავად ასაკისა.(ავტ.)
წყარო: www.football.ua



