როგორც ჩილელი თავდამსხმელი აცხადებს, უახლოეს მომავალში იგი “ბარსელონას” ღირსების დაცვის გაგრძელებას აპირებს.
შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის თამაშით, მილანის “ინტერი” და ტურინის “იუვენტუსი” არიან დაინტერესებულნი.
“მე ვმუშაობ ყოველდღე, რათა ჩემ გუნდს დავეხმარო. “ბარსელონაში” აბსოლოტურად ყველაფრით კმაყოფილი ვარ. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ასევე, ჩემი მიმდინარე კონტრაქტი, 2016 წელს იწურება და სხვაგან წასვლის მიზეზებს ვერ ვხედავ.” – განაცხადა ალექსის სანჩესმა.
მიმდინარე სეზონში, ჩილელის ანგარიშზე 26 ჩატარებული შეხვედრა და ექვსი გოლია.



