”ბარსელონას” ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი კიდევ ერთი იტალიური ტოპ-კლუბის ინტერესების სფეროში მოხვდა.
”მილანის” მსგავსად 26-წლის ნახევარმცველის საკუთარ გუნდში ხილვა ”ინტერსაც” მოუნდა, იტყობინება Football Italia.
თუ წყაროს დავუჯერებთ, წავიკითხავთ რომ ”ინტერს” გარკვეული უპირატესობა აქვს ”მილანთან” ფაბრეგასის შეძენისთვის, რადგან ”ნერაძურას” ღირსებას სამირ ჰანდანოვიჩი იცავს. ეს უკანასკნელი კი საკმაოდ დიდხანსაა ”ბარსელონას” ინტერესების სფეროში. თუ ეს ”გაცვლა” არ მოხვდა, ”ინტერი” ეცდება ფაბრეგასის არენდით მოპოვებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე იტალიური კლუბი ფაბრეგასით ჯერ კიდევ მაშინ ინტერესდებოდა, როდესაც ესპანელი ”არსენალის” ღირსებას იცავდა.



