შესაძლოა ძალიან მალე, ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდეს.
როგორც ესპანური გამოცემა Sport.es იუწყება, კატალონიელებმა ბრაზილიელი ტალანტის ტრანსფერი თითქმის შეათანხმეს.
მოგეხსენებათ, ტიტო ვილანოვა ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით, სერიოზულადაა დაინტერესებული. “ბლაუგრანამ” მოთამაშისთვის ბრძოლაში, მადრიდის “რეალს” აჯობა და ტრანსფერის თაობაზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
ახლა უკვე, ამ ამბის ოფიციალურად გამოცხადებაღა არის დარჩენილი. ყველა კატალონიურ გაზეთში წერია, რომ ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმება, მაისის ბოლოსაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ნეიმარის შესაძენად, 40-60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.


