ვიქტორ ვალდესი ”ბეტოსთან” ხვალ გასამართ შეხვედრაში მონაწიელობას ვერ მიიღებს. მეკარეს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს. ზუსტად ასეთი დაზიანების გამო მან იანვარში კატალონიის ნაკრების ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა.
მიმდინარე სეზონში ვალდესი ”ბარსელონას” კარში 42 შეხვედრაში იდგა. 29 მატჩი მან პრიმერაში ჩაატარა, 11 ჩემპიონთა ლიგაზე და 2 ესპანეთის თასზე.
