“ბაიერნი”–”ბარსელონა” და ტიკი–ტაკას “გარდაცვალება”
7–0 განადგურების შემდეგ ძალიან ბევრი აცხადებს, რომ კალატონიელების დომინირებას საბოლოოდ მიეღო ბოლო და ევროპული ფეხბურთის ისტორიაში დაიწყო ახალი გერმანული ერა. ყველასათვის ცნობილია, რომ “ბარსელონა” უკვე ზედიზედ მეექვსე წელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალურ ეტაპზე გადის, აქედან კატალონიელებმა ფინალში გასვლა მხოლოდ ორჯერ მოახერხეს, 4–ჯერ კი დამარცხდნენ ორი მატჩის ჯამში. თუმცა მიუხედავად ამისა, ყოვველთვის ცხადი იყო, რომ “ბარსა” ევროპაში საუკეთესო იყო და მის დამარცხებას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.
“ბარსელონა” მილანის “ინერმა” და ლონდონის “ჩელსიმ” გამოთიშეს ასპარეზობას, თუმცა არც ერთ “ბარსას” ფეხბურთელს თავი არ დაუხრია. თითოეულმა მათგანმა ბოლომდე იბრძოლა ფინალის საგზურისთვის, გარკვეულ მიზეზთა გამო კი ფინალში თამაში ვერ მოხერხდა. მიუჰენის “ბაიერნმა” თითქოს ქარბორბალასავით გადაუარა გუნდს და ორი მატჩის ჯამში გაანადგურა მეტოქე. იუპ ჰენკინსის გუნდს ახალი არაფერი შემოუთავაზებია, მათ იგივე მეთოდით ითამაშეს რასაც ბუნდესლიგის შეხვედრების დროს მიმართავდნენ და ამ მეთოდმა “ბარსას” წინააღმდეგაც გაამართლა.
ეს არის პირველი რეალური რეგრესი 2007 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც გუნდი პეპ გვარდოლამ ჩაიბარა. ამით დაიმსხვრა მითი “ბარსას” უძლეველობისა.
თუმცა ეს არ ნიშნავ იმას, რომ “ბარსელონა” ევროპაში ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს საკმაოდ რთული სეზონი ჰქონდა, იგი კვლავ ერთ–ერთი საუკეთესოა ევროპაში, მას ისევ ყავს ისეთი შასანიშნავი ფეხბურთელები როგრობიც არიან: ანდრეს ინიესტა, სერხი ბუსკეტსი, ჟორდი ალბა, ლეო მესი, ჩავი და სხვა. კლუბი ზაფხულში ასევე გეგმავს კიდევ უფრო გაძლიერებას.
მომავლაში უკეთესი შედეგის მისაღწევად საჭიროა გუნდმა გააანალიზოს ის შეცდომები, რაც ნახევარ ფინალური ეტაპის გასულ შეხვედრებში დაუშვა და დანერგოს ახალი ტაქტიკა, რადგან დანარჩენმა მსოფლიო უკვე ისწავლა როგორ გაუმკლავედეს ტიკი–ტაკას.
მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ისფაქტი, რომ “ბარსელონას” თამაშის სტილი (ბურთის ფლობა) მამოძრავებელი ძალაა გუნდისთვის. ის ფარავს იმ ხარვეზებს, რომელიც გააჩნია დაცვით ხაზს. ყველა ის ინოვაცია, რაც გვარდიოლამ შემოიტანა მიმართული იყო ერთი მიზნისკენ, რაც შეიძლება მცირე ხანს ეკონტროლებინა მოწინააღმდეგეს ბურთი, რათა მათ მიერ გოლი გატანის შანსი მინიმალური ყოფილიყო.
თუმცა ეს პრაგმატული და საკმაოდ გონივრული ტაქტიკა არ ითვალისწინებს დაზღვევას კონტრ–შეტევებისაგან. “ბაიერნმა” სწორედ კონტრ–შეტევების საფუძველზე სძლია მეტოქეს. ამ ტაქტიკით ისარგებლა მილანის “ინეტრმაც” 2010 წელს, ასევე “ჩელსიმ” 2012 წელს და “მილანმა”, როდესაც მათ 2–0 სძლიეს კატალონიელებს “სან სიროზე”.
ის ფაქტი, რომ გუნდს პრობლემა აქვს დაცვასა და მეკარის პეზიციაზე ალბათ ყველასათვის ცნობილი და აშკარაა. ამ პრობლემებმა თავი ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალშიც იჩინა. ორივე შეხვედრის გამოტოვება მოუწიათ კარლეს პუიოლსა და ხავიერ მასკერანოს. ამას დაერთო ისიც, რომ განმეორებით შეხვედრაში ვერ ითმაშეს ჟორდი ალბამ და სერხი ბუსკეტსმა.
წინა წლებში მსგავსი სიტუაციები არანაირ პრობლემას შეუქმნიდა გუნდს – კატლონიელები გერმანელების დამარცხებას თავისუფლდ შეძლებდნენ. რა შეიცვალა ამ წლების განმავლობაში ?
როგორც ჩანს, მოწინააღმდეგე გუნდებმა გამოიცნეს “ბარსას” ერთ–ერთი საიდუმლო: ფიტნესი. იმისათვის, რომ გვარდიოლას მიერ შემოთავაზებული ტაქტიკა ფეხბურთელებს განეხორციელებინათ მათ მუდმივად ფორმაში ყოფნა სჭირდებოდათ. უბურთოდ დარჩენილ მოწინააღმდეგეებს კი უჭირდათ 90 წუთის განმავლობაში ფიზიკურად კარგ მდომარეობაში მყოფი “ბარსას” ფეხბურთელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
“ბაიერნის” წინააღმდეგ თამაშისას კი გუნდი თითქოს დაღლილი ჩანდა, გერმანელები მშვიდად და აუღელვებლად თამაშობდნენ. ასევე დაღლილები ჩანდნენ “სან სოროზე”, თუმცა ამ შემთხვევაში მათ შეძლეს ძალების მოკრება და “კამ ნოუზე” სასწაულებრივი “ქამბექი” გვაჩვენეს.
ტიკი ტაკა – მან შეცვალა ფეხბურთი და გუნდს უდიდესი წარმატება და უამრავი ტიტული მოუტანა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ახლა კი დროა “ბარსელონამ” რაიმე ახალი უფრო ეფექტური შემოგვთავაზოს, რადგან მსოფლიო გუნდებმა ალღო მას უკვე აუღეს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=UhjcfgPbBcY]



