1 დღიანი დასვენების შემდეგ გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა და ”ბეტისთან” მატჩისთვის მზადება დაიწყო. სესიაში არ მონაწილეობდნენ ლეო მესი და ვიქტორ ვალდესი. არგენტინელი, რომელსაც ”ბაიერნთან” არ უთამაშია ფიზიოთერაპიის კურსს გადიოდა. ტიტომ ოთხშაბათს აღნიშნა, რომ მას ტრავმა არა აქვს, თუმცა ”ატლეტიკთან” მატჩის შემდეგ დისკომფორტს განიცდიდა.
ვიქტორ ვალდესი მოედანზე ასევე არ გამოჩენილა, ის ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. მწვრთნელის განკარგულებაში ”ბარსა ბ”-ს მეკარე, ოიერ ოლაზაბალი იყო.
აბიდალი და ბუსკეტსი გუნდთან ერთად
თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდნენ ერიკ აბიდალი და სერხიო ბუსკეტსი. ფრანგმა მცველმა ”ბაიერნთან” მატჩი კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა. სერხიო ბუსკეტსს ასევე კუნთის პრობლემები ჰქონდა.
მოედანზე ვარჯიშობდა ხავიერ მასკერანოც, თუმცა ის განცალკევებით, სპეციალურ ვარჯიშებს ასრულებდა. ”ბეტისთან” მატჩისთვის მოსამზადებლად გუნდი მომდევნო ვარჯიშს ხვალ, 11 საათზე გამართავს. სესიის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვა პრეს-კონფერენციას გამართავს.
[media=http://www.youtube.com/watch?v=jVf9NQlgLpI]




