”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ კლუბისთვის აუცილებელია ”ბაიერნთან” მარცხის შემდეგ ყურადღების ლა ლიგაზე გადატანა და ნაციონალური პირველობის, დროზე ადრე მოგება, იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელები მიუნხენელებთან ორი მატჩის ჯამში 0-7 დამარცხდნენ.
”ბაიერნი” ორივე მატჩში ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა და ჩემი აზრით, სრულიად დაიმსახურა ფინალში მონაწილეობის მიღება. ახლა ჩვენთვის მთავარია ნაციონალური პირველობის დროზე ადრე მოგება, რასთანაც გუნდი ძალიან ახლოსაა.” – განაცხადა ინიესტამ.



