პირველი პრობლემა, რომლის წინაშეც “ბარსელონა” შესაძლოა მომავალ სეზონში დადგეს, მეკარის პოზიციაა. ვიქტორ ვალდესმა ღიად განაცხადა, რომ არ სურს კატალონიელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება. საკითხავი კი ის არის, ფეხბურთელი ამ ზაფხულშივე გადაბარგდება სხვა კლუბში, თუ კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება “ბარსელონაში”. ორივე შემთხვევაში შეიძლება გაკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვა: თუ ვიქტორი ზაფხულში “ბარსას” დაემშვიდობება, კლუბი სოლიდურ თანხას მიიღებს ფეხბურთელის სანაცვლოდ, სამაგიეროდ ახალი, მაღალი დონის მეკარის შეძენის აუცილებლობა გაჩნდება, რასაც თავის მხრივ, ასევე დიდი თანხები დასჭირდება. თუ ფეხბურთელი 2014 წლამდე დარჩება “ბარსაში”, კლუბისთვის ახალი მეკარის ძიების საკითხი ერთი წლით გადაიდება, თუმცა ამ შემთხვევაში ვიქტორ ვალდესი უფასოდ დატოვებს “ბარსელონას”. მის შემცლელად “მაჩესტერ იუნაიტედის” ესპანელი კიპერი, დავიდ დე ხეა სახელდება.
მეორე პრობლემას ცენტრალური მველის პოზიცია წარმოადგენს, რომელიც ბოლო პერიოდში “ბარსელონასთვის” აქილევსის ქუსლად არის ქცეული. გამომდინარე იქიდან, რომ კლუბში ტრავმირებული მცველების რაოდენობა კატასტროფულად დიდია, კლუბი აქტიურად ეცდება მატს ჰუმელსის შეძენას.
პრიორიტეტული და ყველაზე რეალური ბრაზილიელი ვინგერის, ნეიმარის ტრანსფერია. ალექსის სანჩესისა და დავიდ ვილას სუსტი თამაშიდან გამომდინარე, კლუბი აქტიურად მუშაობს, რომ თავდასხმის ხაზი ბრაზილიელით ამ ზაფულშივე გაძლიერდეს.
საუკეთესო შემთხვევაში “ბარსელონა” გაუძლიერებელს არც ნახევარდაცვის ხაზს არ დატოვებს. ალექს სონგის არადამაკმაყოფიელბელი თამაშის, ხავის ასაკისა და ტიაგოს არასტაბილურობის ფონზე, შესაძლოა “ბარსამ” კიდევ ერთი ნახევარმცველი დაიმატოს. ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა კლუბი რომელიმე ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობას, მაგრამ სახელები უკვე ცნობილია: გარეტ ბეილი, დავიდ სილვა და ისკო.
