workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ვილანოვას პრეს–კონფერენცია

ტიტო ვილანოვას პრეს–კონფერენცია

გუნდის როტაცია 

“წელს ბევრ ფეხბურთელს მივეცით თავის გამოჩენის საშუალება. მიმდინარე სეზონში მართლაც უამრავი რეზერვის ფეხბურთელი გამოვიყენეთ. ჩავი და ინიესტა შევცვალე იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის 6 გოლი გვქონდა გასატანი. კვირას მნიშვნელოვანი მატჩი გველის და არ მსურდა ტრავმები მიეღოთ. გუნდში მყოფმა ფეხბურთელებმა 300–ზე მეტი მატჩი ჩაატარეს ბოლო 5 წელიწადში. სეზონის პირველი ნაწილი, დეკემბრის ჩათვლით, შესანიშნავი იყო. ახლა კი, სიტუაცია გართულდა”.

მესი სათადარიგოთა სკამზე 

“ლიონელ მესიმ ითამაშა ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ, რადგაც თავს კარგად გრძნობდა. თამაშის ბოლოს კი მან ტკივილი იგრძნო ფეხში. ის არ არის ტრავმირებული, თუმცა ამდენი დღით უქმად ყოფნის შემდეგ ფეხბურთელი არაკომფორტულად გრძნობდა თავს. იყო შესაძლებლობა, რომ მას კვლავ მიეღო დაზიანება. რა თქმა უნდა, შესამჩნევია ისეთი ფეხბურთელის მოედანზე არ ყოფნა, როგორიც ლიონელ მესია”.

სონგი და ბარტრა 

“სონგი საოცრად გვეხმარებოდა, როდესაც “ბაიერნი” გვიტევდა, ხოლო ბარტრასთვის უდიდესი გამოცდილებაა მსგავს მატჩებში მონაწილეობის მიღება”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward