მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: „ბაიერნი“ საუკეთესოა ევროპაში“

როსელი: „ბაიერნი“ საუკეთესოა ევროპაში“

“ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა პრესას ინტერვიუ მისცა მატჩის დასრულების შემდეგ. “პირველ რიგში “ბაიერნს” მინდა მივულოცო გამარჯვება. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე უკვე მეექვსედ მოვხვდით ზედიზედ, ვამაყობ იმით, რაც ამ ფეხბურთელებმა გააკეთეს”–განაცხადა როსელმა.

“მიმაჩნია, რომ ამ ფორმაციის “ბაიერნი” საუკეთესოა ევროპაში და ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებენ.”

“ახლა კონცენტრაცია ლა ლიგაზე უნდა გადავიტანოთ, რადგან ის ჯერაც არ მოგვიგია. ჩვენ ამ მიზნის მისაღწევათ კიდევ უნდა ვიმუშავოთ”.–განაცხადა პრეზიდენტმა.

როდესაც სანდროს ლეო მესის არყოფნის შესახებ ჰკითხეს, მან ტიტოს სიტყვები გაიმეორა: “შესამჩნევია, როდესაც მოედანზე მსოლფიოს საუკეთესო ფეხბურთელი არაა”. მან ასევე დასძინა: “ყოველ შემთხვევაში მე ძალინ ვამაყობ თითოეული ფეხბურთელით, მწვრთნელით, კლუბის წევრითა თუ გულშემატკივრით. მათ დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ როგორც ღირსეულად მოგება, ასევე ღირსეულად წაგებაც”.

“ბარსელონას” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ემხრობა ტიტოს გადაწყვეტილებას მესის სათადარიგოთა სკამზე დასმასთან დაკავშირებით:“თუ მათ გადაწყვიტეს, რომ მესის არ უნდა ეთამაშა, ნამდვილად ასე იყო საჭირო. სათქმელი სხვა არაფერი მაქვს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში