workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინესი: “თუ არსებობს გუნდი, რომელსაც “ქამბექი” შეუძლია, ეს “ბარსელონაა”

მარტინესი: “თუ არსებობს გუნდი, რომელსაც “ქამბექი” შეუძლია, ეს “ბარსელონაა”

“ბაიერნის” ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ აცხადებს, რომ მის გუნდს მოდუნების უფლება არ აქვს, რადგან კატალონიელები არასდროს ნებდებიან.

“თუ არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც “ქამბექი” შეუძლია, ეს “ბარსელონაა”. ამ გუნდმა “მილანის” ანგარიშით 4:0 დამარცხება მოახერხა.”

ხავი მარტინესმა ჩავი ერნანდესთან მის ურთიერთბაზეც ისაუბრა: “თამაშის დროს ძალიან დაძაბული ხარ და მეგობრობა მოედანს მიღმა რჩება. როდესაც ფეხბურთს თამაშობ, მეგობრები არ გყავს. თამაშის შემდეგ, ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ჩავიმ მითხრა, რომ დიდი გუნდი გვყავს, ძალიან კარგად ვითამაშეთ და ჩვენი დამარცხება რთული იქნება.” – აცხადებს ხავი მარტინესი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward