”ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა დღევანდელ მატჩზე ”ბარსელონას” წინააღმდეგ და ასევე აღნიშნა, ესპანური ფეხბურთის კულტურის სიძლიერე.
”როდესაც ესპანურ გრანდს წვრთნი, თავისთავად სპორტულ კულტურასაც ითვისებ. ვიცი, რომ ესპანეთში დაბრუნება სურვილის გაჩენისთანავე შემიძლია. მე მოვიგე ჩემპიონთა ლიგა ”რეალთან” ერთად და ბევრს მივაღწია ”ატლეტიკოსთან” ერთად.”
”ჩვენ ძალიან კარგად უნდა შევისწავლოთ მეტოქე. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი ფეხბურთის ფილოსოფია და უკვე დავამტკიცეთ, რომ წელს ”ბაიერნი” უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობს. შარშანდელი ფინალი ჩვენთვის ძალიან ცუდ მოგონებად იქცა, ასე რომ ჯერ არ უნდა ვიფიქროთ ფინალზე. ამჟამად ჩვენი ამოცანაა ”კამპ ნოუზე” გოლი გავიტანოთ.” – განაცხადა ჰაინკესმა.



