მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“–„ბაიერნი“. იცით, თუ არა რომ…

„ბარსელონა“–„ბაიერნი“. იცით, თუ არა რომ…

ოთხშაბათს “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში “ბაიერნს” უმასპინძლებს. გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზურისთვის შეებრძოლებიან, რომელიც 25 მაისს “უემბლის” სტადიონზე გაიმართება.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს გუნდების დაპირისპირებებს შორის:

– მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა”–”ბაიერნი”, ევროპული ფეხბურთის კლასიკად ითვლება, ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ მხოლოდ შვიდი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.

–შვიდი შეხვედრიდან ხუთი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართა, დანარჩენი ორი კი უეფას თასის გათამაშებით. “ბარსამ” მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, ოთხი წააგო, ორი კი ფრედ დასრულდა.

– ის ერთადერთი შეხვედრა 2008/2009 წლების სეზონში გაიმართა, როდესაც კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ–ფინალში გერმანელებს 4–0 სძლიეს.

– 1995/96 წლების სეზონში უეფას თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში “ბაიერნმა” “ბარსელონა” დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ორი წლის შემდეგ კი კვლავ გერმანელებმა იმარჯვეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

–”ბარსელონას” ფეხბურთელებიდან “ბაიერნის” წინააღმდეგ ყველაზე შედეგიანი ლეო მესია. არგენტინელმა ვარსკვლავმა სამ შესაძლო მატჩში ორი გოლი გაიტანა.

– მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა უფრო მეტი მატჩი მოიგება მოახერხეს, ამ ორ გუნდს შორის გატანილი ბურთების სხვაობა ძალიან მცირეა. კატალონილებს 9 ბურთი, ხოლო გერმანელებს 12 ბურთი აქვთ გატანილი.

–აღსანიშნავია, რომ “ბარსა”–”ბაიერნი” ერთმანეთს ფინალში არასდროს დაპირისპირებიან.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში