გერმანიის ნაკრების და მიუნხენის ”ბაიერნის” ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა ჟურნალისტებთან ”ბარსელონასთან” ხვალ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.
”ახლა ფინალის კარი ღიაა, თუმცა ”ბაიერნი” იქ ჯერ არ შესულა. ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ, ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ჩვენ ერთი ოცნება გვაქვს – ლონდონი! ”ბაიერნის” ბევრი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის ზღვარზეა? ეს არაფერს შეცვლის. ისე ვიბრძოლებთ, როგორც ყოველთვის. თუკი გაფრთხილებას მივიღებთ, მაშინ ამის გაკეთება აუცილებელი იქნება” – განაცხადა შვაინშტაიგერმა.



