“ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა იმასთან დაკავშირებით ისაუბრა, სჯერა თუ არა მას იმისა, რომ მისი გუნდი “ბაიერნის” (პირველი მატჩი – 0:4) წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/2 ფინალურ გასამართ შეხვედრაში ქამბექის მოხდენას შეძლებს.
“ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. ხალხს ამის უნდა სჯეროდეს”, – აღნიშნა როსელმა Cuatro-სთან მიცემულ ინტერვიუში.
“ბარსელონა” – “ბაიერნი” 1 მაისს გაიმართება. მატჩი სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.



