”ლივერპულის” თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ზაფხულში მერსესაიდული კლუბის დატოვებას აპირებს. ესპანური პრესა იუწყება, რომ ურუგვაელით ”ბარსელონა”, ”ატლეტიკო” და ”რეალი” არიან დაინტერესებულნი.
სუარესმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ არ მოსწონს პრემიერ ლიგის ხელმძღვანელობის დამოკიდებულება მის მიმართ. მან ასევე თქვა, რომ 10-მატჩიანი სასჯელი ივანოვიჩის კბენისთვის სრულიად უსამართლოა.
აქედან გამომდინარე, ურუგვაელს ამ სეზონში პრემიერ-ლიგაში თამაში აღარ მოუწევს და მისი აგენტი მზად არის გადაათვალიეროს სხვა კლუბების შემოთავაზებები.
სუარესის მოსაპოვებლად განსაკუთრებით აქტიურობენ ლა ლიგის 3 ტოპ კლუბი: ”ბარსელონა”, ”რეალი” და ”ატლეტიკო მადრიდი”.



