”ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა მომავალ წელს შესაძლოა ”ბარსელონა” ჩაიბარის, იტყობინება TZ.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი მიუნხენურ კლუბს ივნისში დატოვებს. უკვე დიდი ხანია ოფიციალურად არის ცნობილი, რომ მას კატალონიელების ყოფილი დამრიგებელი, პეპ გუარდიოლა შეცვლის.
”ბარსელონას” ხელმძღვანელობა განიხილავს ამ ვარიანტს იმ შემთხვევისთვის, თუ ”ბლაუგრანას” ამჟამინდელი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა მომავალ წელს ვერ შეძლებს გუნდის გაწვრთნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.