მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთის ბიბერი თუ ”ბარსელონას” მომავალი?

ფეხბურთის ბიბერი თუ ”ბარსელონას” მომავალი?

ალბათ, სჯობს დავეთანხმოთ ჯოი ბარტონს, რომელიც თვლის, რომ ნეიმარი ფეხბურთის ჯასტინ ბიბერია. სოციალური ქსელებისა და ვიდეოჰოსტინგების პროდუქტი, რომელიც პროფესიონალურმა მარკეტოლოგებმა შექმნეს. იგი უყვართ თინეიჯერ გოგოებს, ხოლო ფეხბურთში გარკვეული მამაკაცების უმეტესობა მას ზედმეტად გაპიარებულს თვლიან. განსხვავებული სტილი, მედიის ყურადღების მიქცევა, ყველაფრის გაკეთება პოპულარობაზე გათვლით – ზუსტად ეს არის ის, რისი წყალობითაც ნეიმარი დღეს ყველაზე აქტუალური თემაა. 

ახლა მოდით უშუალოდ ბრაზილიელი ვარსკვლავის თემაზე ვისაუბროთ. ნეიმარის საფეხბურთო თვისებები ბავშვობიდანვე ხდიდა მას მრავალმხრივს და უნიკალურს. სწრაფი დრიბლინგი, ფინტები სტატიკურ მდგომარეობაში, შორეული დარტყმა და დასწრებაზე თამაში. მისი პირველი პოზიცია ფლანგის თავდამსხმელი იყო, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ იგი ”სანტოსში” ფლეიმეიქერის როლს ირგებს. ”ჯასტინ ბიბერის” მოკლე დახასიათების შემდეგ, მინდა რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშნველოვან თემაზე ვიკამათოთ. ნეიმარი – ფეხბურთის ბიბერი თუ ”ბარსელონას” მომავალი?

http://24.media.tumblr.com/552f6edf4bbe65404a9b59cdb4dcedd3/tumblr_mho1quWJyv1s3w8iho1_500.gif

ნეიმარი ცალი ფეხით უკვე კატალონიაშია. პირველი სეზონი ლა ლიგაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისი იქნება, რაც ფეხბურთელისთვის ორმაგი მოტივაცია იქნება. გაამართლებს თუ არა ნეიმარის ტრანსფერი? ჩემი აზრით, კი! მესისა და ნეიმარის დუეტი თავდამსხმაში ბევრი, ძალიან ბევრი გუნდისთვის უბრალოდ შეუჩერებელი იქნება. მისი ზემოთ ჩამოთვლილი კარგი თვისებები აძლევს უფლებას, რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს საუკეთსო ფეხბურთელის ტიტულისთვისაც იბრძოლოს. ერთადერთი, რაც ამ ფეხბურთელთან დაკავშირებით არ მომწონს და მაშინებს ეს არის ზედმეტი პიარი. მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, ერთ დროს პორტუგალიელი ვარსკვლავისა, რომლის სახელია რიკარდო ქუარესმა. მან პროფესიონალური კარიერა ”სპორტინგში” დაიწყო და მას იქ აღმერთებნდნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით (მემგონი გეცნოთ სიტუაცია…) და ”ბარსელონამაც” ამ ახალგაზრდა ტალანტს თვალი დაადო. პორტუგალიელმა ვერ თქვა უარი კატალონიურ გრანდზე და ”ბლაუგრანაში” გადაბარგდა. პიარს მიჩვეული ქუარესმა ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯებოდა რის გამოც მწვრთნელმა იგი არაერთხელ დასვა სათადარიგოთა სკამზე. კონფლიქტმა მწვრთნელთან კი გამოიწვია მისი საშინელი თამაში. ამ ყველაფერმა ერთად მის ოცნებას, რომელიც რეალობად იქცა წერტილი დაუსვა, აქ მთავრდება მისი ზღაპარი. მთავარია, რომ ნეიმარმა არ დაუშვას ის შეცდომები, რაც თავის დროს ქუარესმამ გააკეთა. ამ შემთხვევაში იგი გადაბერგებიდან სულ მალე, ისევ დატოვებს კატალონიურ გრანდს.

http://25.media.tumblr.com/f37a6de937725e7e1a36123d07a578df/tumblr_mlqozuNk9z1r7ymz1o1_500.jpg

მთელი ”სანტოსი” ნეიმარის ინდივიდიალური გაბრწყინებისთვის თამაშობს, რომ მან შემდეგ ბრაზილიური კლუბის აკადემია ასახელოს. რა თქმა უნდა, ”ბარსელონაში” მას სხვაგვარი სიტუაცია დახვდება. ზუსტად ამ ტრანსფერის შემდეგ ჩვენ გავიგებთ, არის თუ არა ნეიმარი ფეხბურთის ბიბერი და თუ არა, მოხვდება იგი ”ბარსელონას” ლეგენდების სიაში ლიონელ მესის და სხვა დიდებული ფეხბურთელების გვერდით?

[media=http://www.youtube.com/watch?v=gEJGJkOT9nU]

გმადლობთ, ყურადღებისთვის!

დავით თანანაშვილი

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში