“მფრინავმა ჰოლანდიელმა” გაფრენა 1 წლით დააგვიანა, ელდარ შენგელაიას რომ სცოდონდა, როგორ დაფრინავს იოჰან კურიფი მოედანზე თამუნიას ისტორიას შექმნა აღარ დასჭირდებოდა. იოჰანმა ეს სახელი “აიაქსში” თამაშისას მიიღო და აღარც მოსცილებია.
იოჰან კრუიფს აქვს შესაძლებლობა დაინახოს მსოფლიო სხვა თვალით, რაც მას გენიოსად ხდის. რომ მისი ხედვა გადმოიტანოს მოედანზე, ეს რევოლუციონერის შესაძლებლობაა.

ამ სურათზე იოჰან კრუიფი 34 წლისაა. 1980 წელი, ის აღარც ფეხბურთელია და ჯერ არც მწვრთნელი. ამერიკიდან ის ჰოლანდიაში დაბრუნდა, მაგრამ სანამ ის თავის კარიერას განსაზღვრავდა ის “აიაქსის” ტექნიკური მრჩეველი გახდა. არც არავინ იცოდა რას წარმოადგენდა ის კლუბში. “აიაქსი” “ტვენტესთან” 3-1-ს აგებდა, კურიფი კი ადგა და ამსტერდამული გუნდის მთავარი მწვრთნელის ლეო ბენჰაკერის გვერდზე მოიკალათა. ფრენკ რაიკარდს უთხრა, რომ შესასვლელად მომზადებულიყო. “აიაქსმა” ის მატჩი 5-3 მოიგო. მიუხედავად გამარჯვებისა, ლეო მაინც უკმაყოფილო დარჩა კურიფის საქციელით.

ყოვლისმცოდნე, ასე მოიხსენიებნდნენ მას გუნდში. 1984 წელს ის “აიაქსიდან” გაუშვეს და მიზეზად ის დაასახელეს, რომ როდესაც იოჰანი ტრავმირებული იყო, გუნდი მაინც იგებდა მატჩებს. ამიტომ ის “აიაქსის” მოწინააღმდეგე გუნდში “ფეინოორდში” გადავიდა. მან გუნდს ჰოლანდიური დუბლი მოაგებინა. ის ძალიან იყო დარწმუნებული საკუთარ თავში. ერთხელ, მისმა თანაგუნდელებმა გადაწყვიტეს, რომ ეთხოვათ კრუიფისთვის, თუ რას ნიშნავდა ისეთი რთული და იშვიათი სიტყვები, რომლებიც არც იოჰანმა იცოდა. კრუიფმა დაიწყო ამ სიტყვების ახსნა ისე, თითქოს ძალიან გარკვეულია საქმეში. ბენი ვინშტეკერსი:” ჩვენ მოვიგონეთ სიტყვა და ვკითხეთ მას. მანაც საკუთარ თავში დარწმუნებულმა დაგვიწყო ახსნა. როდესაც ვუთხარით, რომ გავეხუმრეთ, იოჰანმა მაინც განაგრძო მტკიცება. საბოლოოდ ჩვენც დავეჭვდით, შეიძლება ასეთი სიტყვა მართლაც არსებობს.”
ის ფეხბურთის ნამდვილი გურუ გახლდათ. მისთვის ფეხბურთი იყო მხოლოდ თამაში, რისგანაც სიამოვნებას იღებდა. ფეხბურთი მისი ცხოვრების წესი გახდა. იოჰან კრუიფი იყო წარმატებული ფეხბურთელი და მწვრთნელი. მან გამოზარდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან პეპ გვარდიოლა, რონალდ კუმანი, ლაუდრუპი, რომარიო, სოტიჩკოვი, ბეგირისტიანი, ბარკერო. ის “ბარსელონას” ყველაზე წარმატებულ მწვრთნელებში მეორე ადგილს იკავებს. ვინაა პირველზე? ნამდვილი ბედის ირონია… პეპ გვარდიოლა. მან შექმა ერა, რომელიც დღემდა გრძელდება. მან შექმნა ფილოსოფია, რომლის დღემდე სჯერათ. მან შექმნა ფეხბურთი, რითაც დღეს სიამოვნებას ვიღებთ.
დაბადების დღეს გილოცავ, მფრინავო ჰოლანდიელო



