უპირველეს ყოვლისა ჩემი თხოვნა იქნება აბსოლიტურად “ბარსელონას” ყველა გულშემატკივარმა წაიკითხოს ეს სტატია.
რაც შეეხება უშუალოდ წაგებულ შეხვედრას “ბაიერნთან”, სადაც “ბარსელონამ” საშინელი მარცხი განიცადა, ამ ყველაფრის მიუხედავად პირადათ მე და ალბათ ქომაგთა უმეტესობა თვლის მაინც, რომ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა და შანსი კვლავ არსებობს… ბევრისთვის საკმაოდ სასაცილოც არის უბრალოდ ამ თემაზე საუბარი, რადგანაც ანგარიშიდან გამომდინარე რა თქმა უნდა უმრავლესობა თვლის, რომ “ბაიერნი” უკვე ფინალშია და ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა, რადგან “ბარსელონა” არის კლუბი რომელსაც ძალუძს ნებისმიერი გუნდის დამარცხება, თუნდაც ასეთ გამოუვალ სიტუაციაშიც კი!… მე მინდა
გაგამხნევოთ “ბარსელონას” თითოეული გულშემატკივარი და გითხრათ, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის და არაფერი დასრულებულა… ყოველთვის არსებობს რაღაც შანსი, ეს შანსი კი მერწმუნეთ “ბარსელონას” ნამდვილად გააჩნია. საუბრობენ უკვე იმაზეც, რომ კატალონიელთა ხანა დასრულდა და გვარდიოლას წასვლის შემდეგ “ბარსელონა” ისეთი ვეღარასდროს იქნება, როგორიც პეპის დროს იყო… მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ის სიტყვებია, რომელსაც არცერთი ჩვენგანი არასოდეს დაეთანხმება, რადგანაც ჩვენი გუნდის სიძლიერეში ბოლომდე ვართ დარწმუნებულები და გვჯერა, რომ ამ საოცრად რთულ ბარიერს კატალონიელები გადალახავენ!…

გავიხსენოთ “მილანთან” მატჩი სან-სიროზე, სადაც ესპანელებმა საერთოდ ვერაფერი გააკეთეს, მეტიც კარშიც კი ვერ დაარტყეს და ანალოგიურად როგორც “ბაიერნთან” შეხვედრაში, ლიონელ მესიმ საერთოდ ვერაფერი შემოგვთავაზა, თუმცა განმეორებით შეხვედრაში “კამპ ნოუზე” ვიხილეთ უდიდესი ქამბექი “ბარსელონას” შესრულებით, რომელიც არცერთ ჩვენგანს არასოდეს არ დაავიწყდება… მერწმუნეთ დასრულებული ყველაფერი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც არბირტრის საფინალო საშტვენს გავიგებთ, მანამდე კი ნამდვილად არსებობს შანსი, რომლის გამოყენებასაც “ბარსელონას” ფეხბურთელები აუცილებლად ეცდებიან და მე მჯერა, რომ ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებენ!… თუმცაღა ასევე მინდა გითხრათ ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვა არ იქნება სამარადისო ტრაგედია, მაგრამ ჩვენ ამ ტურნირს ან “არ უნდა დავემშვიდობოთ ან შევძლოთ და ღირსეულად გამოვეთიშოთ ასპარეზს !!”…. მე კი მჯერა, რომ ღირსეულად მაინც დავასრულებთ ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე წელს, თუმცა უდიდესი იმედი მაქვს და მჯერა ყველაფრის და მიუხედავად, რომ “ბარსელონა” შეძლებს და წარმატებას მიაღწევს საბოლოო ჯამში…. მინდა გაგამხნევოთ და კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ, რომ არაფერი ჯერ დასრულებული არ არის. ჩვენ უნდა გვჯეროდეს და რაც შეიძლება ბოლომდე უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი იმაში, რომ “ბარსელონა” შეძლებს და გადალახავს გერმანელთა ბარიერს. “რწმენა და იმედი” რაც ალბათ თითოეულ ჩვენგანს გააჩნია. “რწმენას, რომელსაც მთების დაძვრაც შეუძლია” – ალბათ ყველასთვის ბევრად უფრო გამამხნევებელი სიტყვებია და ბევრის მომცემი, პირადათ ჩემთვის ნამდვილად ასეა.
“ბარსელონას” ყველა იმ გულშემატკივარს მინდა ვთხოვო, რომელიც კითხულობს ახლა ამ სტატიას.., “განმეორებით შეხვედრის დასრულებამდე” აბსოლიტურად ყველამ საკუთარ ხელმოწერაში გავიკეთოთ წარწერა: “ჩვენ გვჯერა!”
[media=http://www.youtube.com/watch?v=ySxo0gQIXiM]
[media=http://www.youtube.com/watch?v=6ok8sqtq71Y]



