მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუკმეიკერების აზრით, ფინალში მონაწილეობას ”ბაიერნი” და ”ბორუსია” მიიღებენ

ბუკმეიკერების აზრით, ფინალში მონაწილეობას ”ბაიერნი” და ”ბორუსია” მიიღებენ

ბუკმეიკერები დარწმუნებულები არიან, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობას ”ბაიერნი” და ”ბორუსია” მიიღებენ. 

მსოფლიოს ტოტალიზატორების უმეტესობაში ”ბაიერნის” ჩემპიონთა ლიგის გასვლას კოეფიციენტი მინიმალური – 1,01 აქვს, ხოლო ”ბორუსიას” ოდნავ მეტი – 1,16. ამ ოთხეულში მესამე მადრიდის ”რეალია”, რომლის კოეფიციენტი 4,2-დან 5,6-მდე შეადგენს, ხოლო სიაში უკანასკნელია ”ბარსელონა”. კატალონიელების ფინალში გასვლას კოეფიციენტი 13-დან 21-მდე აქვს.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კლუბებმა ნახევარფინალების პირველ მატჩებში აშკარად დაჯაბნეს ლა ლიგის წარმომადგენლები (4-0; 4-1). განმეორებითი შეხვედრები კი 30 აპრილსა და 1 მაისს გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში