მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინესი: ”ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ!”

მარტინესი: ”ფრეზე თამაშს არ ვაპირებთ!”

”ბაიერნის” ნახევარმცველმა, ხავი მარტინესმა ისაუბრა მიუნხენელების მოსალოდნელ მატჩზე ”ბარსელონას” წინააღმდეგ. 

”თამაშის დასაწყისს დიდი ინტერესით ველოდები. ეს ჩემთვის პირველი ნახევარფინალია, ასე რომ ჩემი მოტივაცია უსაზღვროა. რაც მთავარია, ჩვენ არ უნდა შევცვალოთ თამაშის სტილი. მთავარი აქცენტი გუნდურ თამაშზე უნდა გავაკეთოთ. უდავოდ, მესი საუკეთესოა, მაგრამ ”ბარსელონაში” სხვა დიდებული ფეხბურთელებიც არიან. უკვე რამდენჯერმე მომიწია კარიერაში კატალონიელების წინააღმდეგ თამაში და საკმაოდ ხშირადაც ვმარცხდებოდი. ახლა უკვე სხვა კლუბს წარმოვადგენ და ხვალ, ჩვენ არ ვაპირებთ ფრეზე თამაშს! ვფიქრობ, რომ ჩვენ და ჩვენს მეტოქეებს ფინალში გასვლის თანაბარი შანსები გვაქვს.” – განაცხადა მარტინესმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში