DailyMirror-ის ცნობით, “ლივერპულის” მწვრთნელი ბრენდან როჯერსი კვლავ ინტერესდება “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელით, კრისტიან ტელიოთი მიუხედავათ იმისა, რომ ტელიოს სატრანსფერო ფასმა საკმაოდ მოიმატა.
როჯერსი გასულ ზაფხულსაც იჩენდა ინტერესს 21 წლის ფეხბურთელისადმი და მის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროსაც იხდიდა, მაგრამ ტელიო კლუბში დარჩა და საკმაოდ კარგი სეზონის შემდეგ, ხელშეკრულება 2016 წლამდეც გაახანგრძლივა.
ამ კონტრაქტის მიხედვით ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, ახლა უკვე, 8.5 მილიონ ევროს შეადგენს. ამავე წყაროს ცნობით, “მერსისაიდელთა” თავკაცი კვლავ ეცდება ტელიოს შეძენას.
ასევე, როგორც Daily Express-ი იუწყება ტელიოთი ლონდონის “არსენალიც” არის დაინტერესებული.