“ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ბრაზილიელმა რონალდომ განაცხადა, რომ კრიშტიანუს ძალიან არ გაუმართლა, რომ მას თამაში მესის ეპოქაში მოუწია.
რონალდო თვლის, რომ მესი მიმდინარე სეზონში არის ოდნავ უკეთესი ვიდრე პორტუგალიელი ვარსკვლავი. 36 წლის მსოფლიო ჩემპიონი ძალიან დიდი გულშემატკივარია კრიშტიანუ რონალდუსი, რომელმაც “რეალში” ჩატარებული 193 შეხვედრიდან 196 გოლის გატანა მოახერხა და გახდა ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ისტორიაში, როდესაც იგი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 94 მილიონ ევროდ მადრიდულ კლუბში გადაბარგდა.
“მე ვიტყოდი, რომ მესი არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რადგან იგი პორტუგალიელზე ოდნავ უფრო უკეთესია. მაგრამ მსურს ასევე დავამატო, რომ რონალდუს ძალიან არ გაუმართლა, რადგანაც იგი იქნებოდა დღეს უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი, რომ არ თამაშობდეს მესის ეპოქაში”. – განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ლეგენდა “ბარსელონაშო” 1996/97 წლებში ასპარეზობდა, ხოლო “რეალში” იგი 2002/07 წლებში გამოდიოდა.



