კატალონიური “ბარსელონას” ახალწვეულმა ადრიანომ განაცხადა რომ ეყოფა სიმამაცე და იბრძოლებს ძირითად გუნდში ადგილის დასამკვიდრებლად, რადგან აქ სწორედ ამისთვის მოვიდა.
რამდენიმე დღის წინ ადრიანომ ინტერვიუ ჩაწერა “BARCA TV”–თან, მისი განცხადებით პეპ გუარდიოლმა გუნდის წევრებისათვის მაგალითია. ინტერვიუს ჩაწერისას გაირკვა რომ ადრიანო საკმაოდ ბედნიერი და კმაყოფილია ამ ტრანსფერით.
როგორია თქვენი, როგორც “ბარსელონას” ფეხბურთელის პირველი წარმოდგენები?
ძალიან კარგი, ბრწყინვალე! მე უკვე მაქვს ურთიერთობა თანაგუნდელებთან, ასევე მოვასწარი სპორტული ბაზრის მონახულება. მოუთმენლად ველოდები წინასასეზონო მომზადების დაწყებას.
“სევილიას” შემადგენლობაში თქვენ დებიუტი “ბარსელონას” წინააღმდეგ შედგა და უკანასკნელი მატჩიც “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩაატარეთ, ხომ არ გეჩვენებატ რომ ეს არის ნიშანი ზეციდან, რომ თქვენ ზუსტად აქ უნდა აღმოჩენილიყავით?
დიახ, ძალიან საინტერესო დამთხვევაა. სიმართლე გითხრათ მე ვერსადროს ვიფიქრები რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა. მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ ტრანსფერით და მინდა ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო, ვინც ცდილობდა ტრანსფერის წარმატებით დასრულებას. მე არ დავიშურებ ძალებს გუნდის წარმატებისთვის.
თქვენი პირველი პირველი მატჩი “ბარსელონას” შემადგენლობაში შედგება “სანჩეს პიხუანზე”, სუპერთასის ფინალში, როგორ მიგიღებენ ძველი ქომაგები?
ვიმედოვნებ რომ კარგად, რადგან “სევილიაში” 5 წლიანი მოღვაწეობისას ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო და ამ კლუბის ისტორიაშიც შევედი. ჩვენ ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ, ახლა იქ დაბრუნება და მათ წინააღმდეგ თამაში– ეს იქნება აუცილებლად გამორჩეული მომენტი.
როგორც წესი, ხოსე მარიასთან დელ ნიდოსთან ასე ადვილად არ მთავრდება მოლაპარაკებები, გაკვირვებული ხომ არ ხართ საქმის ასე დასრულებით?
არც ისე, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ დიდი როლი ითამაშა “სევილიასა” და “ბარსელონას” შორის არსებულმა კარგმა ურთიერთობამ. კარგად იმუშავა ახალმა ხელმძღვანელობამაც კარგად იმუშავა, გარდა ამის ა დელ ნიდომ იცოდა რომ მე ასეთი შემოთავაზების შემთხვევაში წასვლა მენდომებოდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.
როდის გაიგეთ “ბარსელონას” თქვენდამი ინტერესის შესახებ?
წინასასეზონო მომზადების დაწყებიდან მესამე დღეს. ვარჯიშის შემდეგ ვნახე რომ მობილურზე მირეკავდა გუნდის პრეზიდენტი, ის კი უბრალოდ არასდროს რეკავს. მე ვცადე მასთან დაკავშირება, მაგრამ ის დაკავებული გახლდათ, შემდეგ კი დავუკავშირდი ჩემს აგენტს, რომელმაც ყველაფერი ამიხსნა.
როგორი იყო შენი რეაქცია?
მე ძალიან ავღელდი– ოცნება რეალობას დაემსგავსა. მე ვიყავი ძალიან ახლოს მსოფლიო საუკეთესო კლუბში თამაშთან, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.
ვის დაურეკე პირველ რიგში?
ცოლსა და შვილს. დაახლოებით ერთ წლის წინ მე შვილს ვკითხე, რომელ კლუბში ისურვებდა ჩემს ხილვას, მან მიპასუხა რომ “ბარსელონაში.” ახალი ამბით ის ჩემზე არანაკლებ დენიერი იყო.
დიდი ხანია შენი შვილი “ბარსელონას” გულშამატკივრობს?
ორი წელისა, მას შემდეგ, რაც დანი გადავიდა იქ.
როგორ ფიქრობ შენი კარეირა “სევილიაში” ლოგიკურად დასრულდა?
მე გავაკეთე ყველაფერი, რაც მევალებოდა. მივაღწიე ყველა იმ მიზანს, რომელიც ჩემს თავს დავუსახე. მოვიგე ბევრი ტიტული, ცვილებების დრო დადგა. სიმართლე ისაა, რომ ამაზე უკეთესად ჩემი მომავალი ვერ განვითარდებოდა.
რას ისწავლე “სევილიაში” ყოფნის დროს?
გავიზარდე, როგორც პიროვნება და როგორც ფეხბურთელი. გავხდი უფრო გამოცდილი, როდესაც მე იქ გადავედი მხოლოდ 19 წლის ვიყავი, ვფიქრობ რომ ბევრი რამ ვისწავლე იქ.
მზად ხარ გაუძლო იმ წნეხს, რომელსაც მსოფლიოს საუკეთსო კლუბში თამაში ჰქვია?
დიახ მზად ვარ! სწორედ ეს ვისწავლე “სევილიაში.” გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი, გავხდი ძლიერი, როგორც პიზიკურად,ასევე მორალურად. მე მზად ვარ გავუძლო ამ წნეხსს.
სანამ აქ გადმოხვიდოდი, რა გიზიდავდა ყველაზე მეტად?
სათამაშო სტილი და გულშემატკივრები, როდესაც აქ სათამაშოდ ჩამოვდიოდი ხოლმე, ტრიბუნებზე არსებული ატმოსფერო ყოველთვის მაოცებდა. ვეცდები მაქსმიმალურად სწრაფად გავიარო ადაპტაციის პერიოდი, შემდეგ კი დავიწყებ “ბარსელონასთან” ერთად ისტორიის შექმნას.
ფიქრობ რომ, დრო დაგჭირდება “ბარსელონას” სათამასო სტილთან შესაჩვევად?
ვეცდები, რაც შეიძლება მალე მოვახერხო ეს. დარწმუნებლი ვარ თანაგუნდელები დამეხმარებიან.
რა მოგიყვა ალვეშმა “ბარსელონას” შესახებ?
მან მითხრა რომ “ბარსა” საოცარი კლუბია. დანის თქმით “ბარსელონა” მსისი კარიერის პიკია.
წარმოგიდგენია რომ შენ უნდა ითამაშო ისეტი ფეხბურთელბის გვერდით, როგორბიც არიან: მესი,ხავი, ინიესტა და ვილია?
რა თქმა უნდა! მას შემდეგ, რაც აქ გადმოვედი სულ ამაზე ვფიქრობ. მე მიწევდა მათ წინააღმდეგ თამაში, ახლა კი მაქვს შესაძლებლობა ვითამაშო მათთან ერთად. ეს ახდენილი ოცნებაა.
რა გითხრა პეპ გუარდიოლამ??
მან მითხა რომ უნდა გავაკეთო ყველაფერი, რათა მალე შევეჩვიო აქაურობას.
დანიმ გითხრა რაიმე მწვრთნელის შესახებ?
ჩემთვის უდიდესი პატივია ვითამაშო პეპ გუარდიოლას გუნდში. მან მიაღჭია ყველაფერს, როგორც მწვრთვნელის, ასევე ფეხბურთელის რანგში. ის ჩვენთვის მაგალითია. დანიმ ასევე მითხა რომ პეპი ექსტრაორდინალური პიროვნებაა.
შენ უნივერსალური ფეხბურთელი ხარ, როგორ ფიქრობ დაგეხმარება შენი თვისებები ძირითდში ადგილის დამკვიდრებაში?
დიახ, ჩემი აზრით დამეხმარება. მაგრამ ყველაზე მთავარია არ დავიშურო ძალები, როდესაც ვიქნები მოედანზე. მე მზად ვარ ვითამაშო ყველა პოზიციაზე, რომელზეც მწვრთნელი გამამწესებს.
რომელია შენი ძირითადი ამპლუა?
მარცხენა მცველი.
მაგრამ, შენ ხომ დაბადებიდან მარჯვენა ფეხს ხმარობ?
მე შემიძლია ორივე ფეხით თამაში, ეს მამის დამსახურებაა. იგი ყოველთვის მეუბნებოდა რომ ეს უპირატესობას მომანიჭებდა, ის მართალი აღმოჩნდა.
შენი შათამაშო სტილის გამო ხშირად იღებ კუნთის ტრამვებს…
დიახ ეს ასეა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ხშირად ვიღებდი მცირე ტრამვებს, ტუმცა უკანასკნელ ხანებში ხშირად ვმუშაობ ინდვიდუალურად ამ პრობლემაზე.
ეს ტრამვები ხდება თქვენი უთამაშებლობის მიზეზი?
დიახ. “სევილიაში” და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც. ტრამვების გამო დავკარგე ადგილი ეროვნულ ნაკრებში.
მძიმე იყო თქვენთვის მსოფლიო ჩემპიონტას მიღმა დარჩენა?
დიახ, საკმაოდ. ვიმედოვნებ რომ თუ “ბარსელონას” ძირითად შემადგნლობაში მოვიკიდებ ფეხს, მაშინ ნაკრებშიც დავბრუნდები.
ალბათ ადევნებდი თვალს ჩემპიონტას, რას ფიქრობ ესპანეთის ნაკრებზე?
მე ყოველთვის ვფიქრობი რომ ისინი იყვნენ ფავორიტები. ისინი ბრწყინვალედ თამაშობდნენ.
როგორი იყო ბრაზილიელების რეაქცია ეროვნული ნაკრების თამაშზე?
ისინი გაოგნებულები იყვნენ. ასეთ რამეს არავინ ელოდა. ჩვენ, ყველანი ველოდებოდით ფინალს, რომელშიც ესპანეთს შევხვდებოდით. ჩვენ არ გაგვიმართლა.
როგორია ადრიანო ფეხბურთის გარეთ?
მე უბრალო ადამიანი ვარ. მიყვარს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარება. მუსრს გამოვიყენო შანსი და ვისწავლო ახალი ენა, კატალონიური.
წყარო: http://www.barcamania.com


