უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას, “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის უნგრული ბრიგადა განსჯის. მატჩის მთავარი არბიტრი კი საკმაოდ გამოცდილი ვიქტორ კაშაი იქნება. გავრცელებულ ინფორმაციას უეფას ოფიციალური საიტიც ადასტურებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი” – “ბარსელონას” დაპირისპირება 23 აპრილს მიუნხენში “ალიანც არენაზე” გაიმართება, შეხვედრა 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.



