მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინესი: “ლევანტე” შედეგთან ახლოს იყო”

მარტინესი: “ლევანტე” შედეგთან ახლოს იყო”

ესპანური “ლევანტეს” მთავარმა მწვრთნელმა ხუან იგნასიო მარტინესმა უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტზე, რომ მისმა გუნდმა “ბარსელონას” წინააღმდეგ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია ლა ლიგის 32-ე ტურში. იტყობინება, ესპანური პრესა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში ერთადერთი გოლი სესკ ფაბრეგასმა 84-ე წუთზე გაიტანა. 

“რთულია იბრძოლო “ბარსელონასთან” თანაბარი ძალებით და მათი თამაშის რითმი დაიჭირო. ამის გარდა უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ წინა ორ ტურში დიდი ანგარიშით დავმარცხდით. თუმცა კატალონიელების წინააღმდეგ მატჩში ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა და შედეგთანაც ახლოს იყო. ამ მოედანზე შედეგის მიღწევა მხოლოდ “რეალმა” შესძლო. მასპინძლებმა ჩვენ კარგი თამაშის საფუძველზე მოგვიგეს.” – განაცხადა მარტინესმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში