მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი ძირითადში 2012 წლის თებერვლის შემდეგ პირველად ვიხილეთ

აბიდალი ძირითადში 2012 წლის თებერვლის შემდეგ პირველად ვიხილეთ

მოგეხსენებათ, “ბარსელონას” მცველი ერიკ აბიდალი “ლევანტეს” წინააღმდეგ გამართულ ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის შეხვედრაში ძირითად თერთმეტეულში მოგვევლინა.

ასე რომ, ფრანგი ფეხბურთელი მისი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში მწვანე მინდორზე 2012 წლის 27 თებერვლის შემდეგ პირველად გავიდა, როდესაც “ბარსელონამ” “ატლეტიკო” (2:1) დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის გაზაფხულზე აბიდალმა ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გადაიტანა, რომლის შემდეგაც რეაბილიტაციის გრძელვადიანი კურსი გაიარა.

აბიდალი მოედანზე 2013 წლის 7 აპრილს დაბრუნდა, სადაც “ბლაუგრანა” საკუთარ კედლებში “მალიორკას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში