ტარაგამ ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც “ვილიარეალის” ოფისიდან გამოვიდა, სადაც, როგორც მან თქვა, იმიტომ იმყოფება, რომ მიეღწია კლუბთან შეთანხმებისთვის, რომლის საფუძველზეც “ვილიარეალი” გაუუმჯობესებს და გაუხანგრძლივებს კონტრაქტს ბრუნო სორიანოს.
“-“ბარსელონასთან” არ მიმდინარეობს მოლაპარაკება ბრუნოს თაობაზე. კლუბები ერთმანეთს გავს, მაგრამ მათ შორის მსგავს თემაზე საუბარი არ გამართულა”_ ასეთი განცხადება გააკეთა ფეხბურთელის წარმომადგენელმა ჟურნალისტებისათვის.
ტარაგამ ასევე აღნიშნა, რომ ბრუნო უკანასკნელ წლებში, როგორც ფეხბურთელი გაიზარდა და მის ამჟამინდელ კლუბს სურს, რომ მასთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.
წყარო: www.sport.es



