მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ჩელსი” “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველს შეუთანხმდა

“ჩელსი” “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველს შეუთანხმდა

კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ჟოსიმარ კინტერომ “ჩელსისთან” პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა, იტყობინება Goal.com.

მოცემული პორტალის ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, 16 წლის ეკვადორელმა კატალონიურ კლუბთან პროფესიონალური ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა და “ლურჯებს” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ნომინალურ ფასად შეუერთდება.

Marca-ს ინფორმაციით, “ჩელსიმ” კინტეროს წელიწადში ხელფასის სახით 120 ათასი ევრო შესთავაზა, რაც “ლურჯ-ბროწეულისფრების” მიერ შეთავაზებულ პირობებზე 10 ჯერ უფრო მეტია.

ვარაუდობენ, რომ ასეთივე სცენარით გაგრძელდება “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდის კიდევ ორი ფეხბურთელის კარიერა – მცველი ხულიო პლეგესელო “არსენალში” გადავა, ხოლო თავდამსხმელი სერხი კანოსი – “ლივერპულში” ან “ტოტენჰემში”.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში