workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარკესი ანრის შეუერთდება

მარკესი ანრის შეუერთდება

მექსიკელმა მცველმა, რაფაელ მარკესმა მიაღწია მოლაპარაკებას ამერიკულ “ნიუ–იორკ რედ ბულსთან”, იტყობინება nysport.com. მარკესის ამერიკაში ოფიციალურად გადაბარგება აგვისტოს დასაწყისშია მოსალოდნელი. ტრანსფერისათვის საჭიროა, რომ მექსიკელი “ბარსელონას” ხელმძღვანელობას შეუთანხმდეს. კატალონიელები მას კლუბიდან წასვლას ნამდვილად არ დაუშლიან. ასევე შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” სულ ახლახანს ტიერი ანრიმ დატოვა და “რედ ბულსს” მიაშურა. ასე რომ ესპანეთში ყოფილი თანაგუნდელები შეიძლება ამერიკაშიც თანაგუნდელები გახდნენ.

წყარო: soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში