ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მარკ ვან ბომელმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ეგიდით, “ბაიერნისა” და “ბარსელონას” დუელზე ისაუბრა.
“ბევრი ამბობს, რომ მცირე უპირატესობას მაინც “ბაიერნი” ფლობს, თუმცა მე ამ სიტუაციას სხვაგვარად შევყურებ. გუნდი, სადაც მესი თამაშობს, არასდროს არ უნდა ითვლებოდეს აუტსაიდერად. ვაცხადებ, რომ ორივე კლუბი თანაბარი ძალისანი არიან. “ბაიერნი” და “ბარსელონა” – ევროპის ორი საუკეთესო გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ წყვილის გამარჯვებული შემდგომ ფინალურ დაპირისპირებასაც მოიგებს”, – განაცხადა “პსვ”-ს 35-წლის ფეხბურთელმა.
მოგეხსენებათ, თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ვან ბომელს “ბარსელონაშიც” და “ბაიერნშიც” უასპარეზია. კატალონიურ გრანდში მან მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა, ხოლო “რეკორდმაისტერის” ღირსებას ჰოლანდიელი ხუთი წელიწადის განმავლობაში იცავდა.



