ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი ხუთი წელი “ბარსელონასთვის” დიდი ბედნიერებისა და იმედგაცრუების მომტანი აღმოჩნდა. “ბაიერნთან” შეხვედრამდე წარმოგიდგენთ გუნდის სტატისტიკას ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ხუთ ნახევარფინაში.
2007/08 “მანჩესტერ იუნაიტედი” (0–0 და 1–0)
ეს სეზონი ფრენკ რაიკაარდისთვის უკანასკნელი იყო “ბარსაში”. მატჩის პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, თუმცა განმეორებით მატჩში პოლ სკოულზის გოლი საკმარისი აღმოჩნდა “წითელი ეშმაკებისათვის”, მათ “ბარსელონა” დაამარცხეს, ხოლო ფინალში ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართეს.
2008/09 ჩელსი (0-0 და 1-1)
ისევე როგორც 2008 წელს პეპ გვარდიოლას შეგირდები კვლავ ინგლისურ კლუბს დაუპირისპირდნენ. “კამპ ნოუზე” დასრულებული ფრის შემდეგ გუნდი ლონდონში გაემგზავრა. ესიენის მიერ გატანილი გოლის შემდეგ “ბარსამ” თითქოს ყველანაირი შანსი დაკარგა ფინალში გასვლისა. თუმცა ეს საღამო ალბათ ერთ–ერთი საუკეთესო აღმოცნდა “კულეებისთვის”. ინიესტას უკანასკნელ წუთებზე გატანილი გოლის წყალობით კატალონიელებმა ფინალის საგზური მოიპოვეს და ჩემპიონთა ლიგის თასი ისტორიაში მესამედ აღმართეს.
2009/2010 “ინტერი” (3–1 და 1–0)
კატალონიელებმა ზედიზედ მესამედ შესძლეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მოხვედრა. გუნდი მილანში გამარჯვების იმედით ჩავიდა, თუმცა იტალიაში მწარე მარცხი იწვნია. ლომბარდიელებმა კატალონიელებს 3–1 სძლიეს. განმეორებითი შეხვედრა “კამპ ნოუზე” ჩატარდა, მიუხედავად გამარჯვეისა, შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ გუნდი ლიგის ფინალში გადასულიყო.
2010/2011 მადრიდის “რეალი” (0–2 და 1–1)
2011 წელს “ბარსელონა” ყველაზე ნაცნობ გუნდს დაუპირისპირდა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “კამპ ნოუზე” მატჩი ფრედ 1–1 დასრულდა და პედროს გოლის წყალობით გუნდმა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. 2011 წლის 28 მაისს “უემბლიზე” კი ბარსელონამ კიდევ ერთხელ დაამარცხა “მანჩესტერ იუნაიტედი” . ჩემპიონთა ლიგის თასი კი სიმბოლურად ფრანგმა მცველმა ერიკ აბიდალმა აღმართა
2011/12 “ჩელსი” (1–0 და 2–2)
ლონდონში დროგბას გოლის წყალობით კატალონიელებმა უმნიშვნელო ანგარიშით წააგეს. “კამ ნოუზე” მატჩი კი ალბათ თითოეული “კულესთვის” უმძიმესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბუსკეცისა და ინიესტას გოლით კატალონიელები დაწინაურდნენ, ინგლისელებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, გახდენენ ფინალისტები, ხოლო 19 მაისს “ალიანს არენაზე” ბაიერნიც დაამარცხეს და ისტორიაში პირველად დაეუფლნენ ჩემპიონთა ლიგის თასს.



