მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატერაცი: “ვთვლი, რომ სანჩესი “იუვენტუსში” გადავა”

მატერაცი: “ვთვლი, რომ სანჩესი “იუვენტუსში” გადავა”

წარსულში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი მარკო მატერაცი აცხადებს, რომ ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდს ალექსის სანჩესს შეიძენს.

“ვთვლი, რომ სანჩესი “იუვენტუსში” გადავა. თუმცა ტურინელებს ვიდალის გაყიდვა მოუწევთ, რათა ამ ტრანსფერის განსახორციელებლად საკმარისი თანხა მიიღონ. სწორედ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც სანჩესია, ახლა “ბებერ ქალბატონს” სჭირდება, იგი კონტეს სქემაში იდეალურად ჩაჯდება. რაც შეეხება ვიდალს, არ ვფიქრობ, რომ მისი წასვლა “იუვესთვის” დიდი დარტყმა იქნება. ტურინელებს პოგბა ჰყავთ, რომელიც მზადაა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიკავოს”, – განაცხადა მატერაციმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში