“სანტოსის” ხელმძღვანელობის წარმომადგენელი ოდილიო როდრიგესი თვლის, რომ მისმა კლუბმა “ბარსელონას”, ფინანსური თვალსაზრისით, კონკურენცია არ უნდა გაუწიოს, იტყობინება ესპანური პრესა.
როდრიგესმა ეს სიტყვები ბრაზილიური კლუბის თავდამსხმელის ნეიმარის კატალონიურ გრანდში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კონტექსტში განაცხადა.
“ვფიქრობ, რომ ნეიმარი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. იგი იქ ითამაშებს, სადაც თავს ბედნიერ ადამიანად ჩათვლის. მიუხედავად იმისა, ეს კლუბი “სანტოსი” იქნება თუ სხვა გუნდი”.
“შემიძლია ვთქვა, რომ იგი “სანტოსში” თავს ძალიან კარგად გრძნობს. არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებმაც შესაძლოა მის საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. თუმცა თუ იგი წასვლას გადაწყვეტს, მაშინ “სანტოსი” მის პოზიციას პატივისცემით უნდა შეხვდეს. ჩვენმა კლუბმა “ბარსელონას”, ფინანსური თვალსაზრისით, კონკურენცია არ უნდა გაუწიოს”, – განაცხადა როდრიგესმა.



