“ბარსელონას” ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა ესპანურ რადიოსადგურ RAC1-თან ინტერვიუში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის ეგიდით, “ბაიერნთან” მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, საკუთარი მოლოდინი გაგვიზიარა.
“ბაიერნის” სახით, ჩვენ ძალიან სერიოზულ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელიც უზარმაზარ რეპუტაციას ფლობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიუნხენელები, ჩვენთან ერთად, ევროპის საუკეთესო გუნდად ჩამოყალიბდნენ”.
“გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ბოლო მატჩებში ცოტა არ იყოს გაგვიჭირდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში წარმატებას მივაღწიეთ”.
შეგახსენებთ, რომ “რეკორდმაისტერს” “ბლაუგრანა” ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში 23 აპრილს “ალიანს არენაზე” დაუპირისპირდება.
P.S ესეც ჩემი პირველი სიახლე Barcamania.ge-ზე



