მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “იმედია, “უემბლის” საღამო გამეორდება”

ინიესტა: “იმედია, “უემბლის” საღამო გამეორდება”

 ანდრეს ინიესტამ, ფეხბურთელმა, რომელმაც ამ სპორტის ისტორიაში თავისი კვალი უკვე დატოვა ბრწყინვალე ასპარეზობისა და უმნიშვნელოვანესი გოლების წყალობით, “elmundodeportivo”-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ფეხბურთის გარდა სხვა თემებზეც ისაუბრა.

 ტიტულები… თქვენ მათთან ახლოს ხართ.
 “ლალიგა” უკვე დასასრულს მიუახლოვდა და ჩვენ პირველ ადგილს აღარავის აღარ დავუთმობთ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიხდა და ახლა, როდესაც ფინალამდე მხოლოდ ერთ ნაბიჯია, ვფიქრობ, შევძლებთ ამის გაკეთებას.

 ესპანეთის ჩემპიონატში და ჩემპიონთა ლიგაზე განსხვავებულ “ბარსელონას” ვხედავთ? გუნდისთვის საერთაშორისო ტიტულის მოპოვება უფრო მნიშვნელოვანი ხომ არ არის?
 ყველა ტიტულისთვის ბრძოლა თავისმხრივ რთულია. ვთვლი, რომ ამ ორ შეჯიბრს შორის დიდი განსხვავებაა და ფეხბურთელებიც სხვადასხვა განწყობით ვხვდებით მათ. ჩვენი ფანები ჩვენს დომინირებას ესპანეთში ითხოვენ და მეც, სიმართლე გითხრათ, “ლალიგის” მოგება უფრო გამიხარდება. ამ ტიტულის მოგებით ფეხბურთელებს ყოვევდღიური გარჯა და ვარჯიში გვიფასდება.

 და ჩემპიონთა ლიგა?

 რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაც განსაკუთრებული რამაა. ლიგის თასის აწევისას განსაკუთრებული განცდა გეუფლება, რაც რჩეული ფეხბურთელების ხვედრია.

 “ბარსა” წინა წელთან შედარებით უკეთესია?

 წინა წელს ესპანეთის ჩემპიონობა ვერ შევინარჩუნეთ, წელს კი მისი დაბრუნება დავისახეთ მიზნად და შედეგიც სახეზეა. თუ გავითვალისწინებთ, რომ კონკურენცია ყოველ წელს იზრდება, შეიძლება იმის თქმა, რომ წლევანდელმა “ბარსელონამ” უკეთესად იასპარეზა შარშანდელთან შედარებით.

 მადრიდის “რეალს” გულისხმობთ?

 რა თქმა უნდა. მადრიდელები წლიდან წლამდე პროგრესირებენ. შარშან მათ მოიგეს “ლალიგა”, მაგრამ წელს ჩვენი გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა და მათთვის ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავების შანსიც არ მიგვიცია. დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც მოგვიწიოს “რეალთან” დაპირისპირება და სწორედ იქ გადაწყდება ყველაფერი.

 მოდით ვაღიაროთ, რომ ამ სეზონში “ბარსას” წარუმატებლობებიც ჰქონდა.

 დიახ, მაგაზე არავინ დაობს. ყველა სეზონს აქვს განსხვავებული პერიოდები, მინუსები და პლიუსები. წელს ეს კარგად გამოჩნდა. გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე შეხვდა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს, მნიშვნელოვანი მატჩები სასურველი შედეგით ვერ დავასრულეთ, მაგრამ ახლა მთავარია, რომ გუნდი ორ უმნიშვნელოვანეს ფრონტზე ასპარეზობს და ეს არის ის, რასაც მე ჩემს გუნდს ყოველ სეზონში ვუსურვებ.

 რას იტყვით “მილანთან” და “პსჯ”-სთან ბარსას ასპარეზობაზე?

 უნდა გავიგოთ, რომ ამ ორ გუნდთან დაპირისპირებისას “ბარსელონა” სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში აღმოჩნდა. “მილანთან” მეორე მატჩს ძალიან რთულ მდგომარეობაში შევხვდით. თამაშში დასაკარგი აღარაფერი არ გვქონდა. “პსჯ”-სთან მეორე თამაშში სტუმრად ნათამაშები ფრის წყალობით უპირატესობა გვქონდა და ძალიან ვფრთხილობდით. “ბარსელონამ” ყველაფერს გაუძლო და ზედიზედ მე-6 წელია ნახევარფინალში გავედით. ეს რაღაც უნიკალურია.

 როგორც ჩანს, წელს გუნდმა ყველაზე მეტი ჯაფა გასწია ნახევარფინალში გასასვლელად და ამიტომ ყველაზე მეტად დაიმსახურა ეს.

 ფეხბურთში ყველაფერი რთულადაა. მჯერა, რომ “ბარსელონამ” ეს დაიმსახურა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ იმ საოცარი თასის აწევამდე მხოლოდ ორი გუნდის დამარცხებაღა დაგვრჩა.

 მოდით “ბარსას” ფანებს მესიჯი გაუგზავნეთ. თუ ფინალში მადრიდის “რეალს” შეხვდებით, რა ვქნათ ფანებმა? წყნარად ნაყინით ხელში ვუყუროთ ფინალს, თუ პირდაპირ საავადმყოფოს მოვაშუროთ?

 (იცინის) ფანი, რომ ვიყო, დარწმუნებული არაფერში არ ვიქნებოდი. უბრალოდ ვინერვიულებდი. ფინალში გამარჯვება… არ ვიცი, ეს რაღაც ენით აღუწერელი განცდაა როგორც ჩემთვის, ასევე ფანებისთვის. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ. ნახევაფინალში ხომ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან დაპირისპირება მოგვიწევს.

 ერთი დღით არჩევანი რომ გქონდეთ, რომელს აირჩევდით? ფეხბურთელობას თუ მაყურებლობას?

 ცალსახად ფეხბურთელობას და ფინალში გამარჯვებას. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ჯერ “ბაიერნი” უნდა დავამარცხოთ.

 ბოლო წლებში პირველად, “ბარსელონა” გამოკვეთილი ფავორიტი აღარ არის. ყოველ შემთხევაში, ამაზე ბევრი ლაპარაკობს.

 ამის მიზეზი ისაა, რომ “ბაიერნი” ბოლო წლებია სტაბილურად თამაშობს. გერმანელებმა ჩემპიონატი უკვე მოიგეს და თასის ფინალში არიან. ბევრს სურს, რომ მათ ტრიპლეტი შეასრულონ, მაგრამ, გპირდებით, “ბაიერნს” ეს გაუჭირდება, ისევე როგორც ჩვენ მათი დამარცხება.

 გერმანიაში გამგზავრებამდე გაქვთ თუ არა განცდა იმისა, რომ უფრო ძლიერ მეტოქესთან მოგიწევთ დაპირისპირება?

 არანაირად. მტკიცედ მჯერა, რომ თუ ჩვენ თამაშს ვაჩვენებთ, ფინალში აუცილებად ვითამაშებთ.

 საფეხბურთი გადმოსახედიდან, რა არის “ბაიერნის” ძლიერი მხარე?

 კარგად ჩანს, რომ გერმანელებს მოედანზე დისციპლინა და ბურთის ფლობა უყვართ. არ ვიცი რა არის მათი ძლიერი მხარე. ერთი რამ რაშიც დარწმუნებილი ვარ არის ის, რომ ორივე გუნდს გაუჭირდება.

 მესი გამოჯანმრთელდა და მზადაა 180 წუთით ითამაშოს.

 დიახ. ლეომ “პსჯ”-სთან ნახევარ ტაიმში მოასწრო თამაშის ბედის შეცვლა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

 თქვენც კარგი სეზონი გამოგივიდათ, ტრამვის მიუხედავად.

 დიახ, ნაყოფიერი სეზონი გამოვიდა, მაგრამ ბოლო ამოსუნთქვაღა დაგვრჩა.

 თქვენი ნაყინი ხომ არ დაგეხმარებათ?

 (იცინის) რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო ფორმულაა.

 ფეხბურთის გარდა, სხვა თემებზე საუბრისას თავს უცხოდ ხომ არ გრძნობთ?

 ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია. ფეხბურთელებსაც გვაქვს ინტერესები და სურვილები, რომელთა დაკმაყოფილებასაც ვცდილობთ მხოლოდ იმ შემთხევავში, თუ ეს ჩვენს თამაშს ხელს არ შეუსლის. ეს მთავარი პირობაა.

 “უემბლის” სტადიონთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული მოგონება ხომ არ გაქვთ?

 მთლიანად ის საღამო განსაკუთრებული გამოვიდა. იმედია, განმეორდება.

 ტიტოსთან და აბიდალთან ერთად, ძალიან კარგი საღამო გამოვა.

 იმედია. იდეალური იქნება.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში