ული ჰიონესი დარწმუნებულია, რომ ”ბარსას” ”ბაიერნის” ეშინია

ული ჰიონესი დარწმუნებულია, რომ ”ბარსას” ”ბაიერნის” ეშინია

მიუნხენის ”ბაიერნის” პრეზიდენტი, ული ჰიონესი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ”ბარსელონასთვის” ძალიან უხერხული მეტოქეა, იტყობინება გერმანული პრესა. 

გრანდების პირველი დაპირისპირება 23 აპრილს გაიმართება. აქამდე მიუნხენელთა პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტებიდან ყველაზე სუსტი კლუბი ბორუსიის ”დორტმუნდია”, რომელიც მადრიდის ”რეალს” დაუპირსპირდება. ამ დღეებში, მან ”ბაიერნის” მეტოქეზე, ”ბარსელონაზე” ისაუბრა. 

”ბარსელონა” – ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ უნდოდათ ჩვენნაირი კლუბის წინააღმდეგ თამაში.” – აცხადებს ული ჰიონესი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი