ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირების, “ბაიერნი” – “ბარსელონა”, მატჩის ბილეთები სულ რაღაც ორ საათში გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ “ბაიერნის” ოფისში ბილეთის შეძენასთან დაკავშირებით 200 ათასზე მეტი განაცხადი იქნა შემოსული. გერმანულ-ესპანური დაპირისპირების პირველი შეხვედრა 23 აპრილს მიუნხენში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ “ალიანზ არენა” 69 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს.



