ვიქტორ ვალდესის აგენტი ერთ-ერთ რადიოში მიიწვიეს და ჰკითხეს სიახლეები ვიქტორ ვალდესის კონტრაქტთან დაკავშირებით, თუმცა მან კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა.
“ვერაფერ სიახლეს ვერ გეტყვით, მე პატივს ვცემ ვიქტორ ვალდესსა და “ბარსელონას”, ჯერ-ჯერობით ვერაფრის თქმას ვერ შევლებ. ვერც იმას გეტყვით, რომ ვალდესი ამ ზაფხულს დატოვებს კატალონიას. შემოთავაზებები არის, მაგრამ ველოდებით სერიოზულ შემოთავაზებებს და ნამდვილ დაინტერესებას. მას პრემიერ ლიგა ძალიან ხიბლავს.”
“ვიქტორ ვალდესის კონტრაქტი კიდევ ერთ წელზეა გათვლილი. ერთი წელიწადი დიდი დროა იმისათვის, რომ ფეხბურთელმაც და კლუბმაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. ” – დაასრულა ვალდესის აგენტმა.
