მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

”ლა რომელადაზე” კატალონიური კლუბის ბურთის ფლობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 64-ს მიაღწია და ეს იყო ”ბარსელონას” მე-300 მატჩი ზედიზედ, როდესაც კლუბი მეტოქეზე დიდხანს ფლობდა ბურთს. ეს ყველაფერი 2008 წლის 7 მაისიდან დაიწყო. ბოლოს ”ბარსას” ამ კომპონენტში მადრიდელებმა აჯობეს და მათი შედეგი 50.5% იყო.

თითოეული მატჩი 

იქიდან მოყოლებული, კატალონიელებმა 185 ლა ლიგის, 62 ჩემპიონთა ლიგის, 39 ესპანეთის თასის, 8 ესპანეთის სუპერთასის, 4 საკლუბო ჩემპიონატის და 2 ევროპის სუპერთასის მატჩი ჩაატარეს. ეს ყველაფერი სამი მწვრთნელის: ფრენკ რაიკაარდის (2), პეპ გუარდიოლას (247) და ტიტო ვილანოვას (51) ხელში ხდებოდა. 

 სეზონილა ლიგაჩემპიონთა ლიგა

ესპანეთის

თასი

საკლუბო

მსოფლიო

ჩემპიონატი

ევროპის

სუპერთასი

ესპანეთის

სუპერთასი

ჯამური
2007/082000002
2008/093815900062
2009/103812421259
2010/113813900262
2011/1238129

2

1264
2012/133110800251
TOTAL1856239428300

რეკორდი – 89% 

”ბარსას” ბურთის ფლობის ყველა დროის საუკეთესო შედეგი ამ სეზონში დამყარდა. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ”სელტიკის” წინააღმდეგ გლაზგოში.

დომინირება ევროპულ ფეხბურთზე 

კატალონიელების ცნობილი საფეხბურთო სტილი მთელ ევროპაშია ცნობილი და ამავდროულად, აღიარებული. გუნდის ბურთის ფლობის და პასების რაოდენობის შედეგი ყველა ევროპულ გრანდს 1-2ჯერ ჯაბნის. პასების კატეგორიაში, ”ბარსას’ უახლოესი მდევარია ”ბაიერნი”, რომლის ანგარიშზეც ამ სეზონში 4,595 პასია, მაგრამ ესეც ძალიან შორსაა კატალონიელების 6,588 პასისგან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში