მიუნხენის ”ბაიერნის” ყოფილი თავკაცი, ფელიქს მაგატი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”ბაიერნი” ითამაშებს, იტყობინება გერმანული პრესა.
შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ”ბარსელონას” დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე 1/2 ფინალურ შეხვედრაში ფინალის საგზურისთვის მადრიდის ”რეალის” და დორტმუნდის ”ბორუსია” იბრძოლებენ.
”ამ მომენტისთვის მიუნხენის ”ბაიერნი” ევროპის საუკეთესო გუნდია! მივიჩნევ, რომ ამ ვითარებაში მათ წინააღმდეგ ”ბარსელონას” შანსი არ აქვს” – განაცხადა ფელიქს მაგატმა.



