workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი სარაგოსაშია

გუნდი სარაგოსაშია

 

”ბარსელონა” უკვე სარაგოსაში იმყოფება, სადაც დღეს ”ლა რომალედაზე” მანოლო პრესიადოს გუნდს დაუპირისირდება პრიმერას 31-ე ტურის შეხვედრაში. მატარებელი ბარსელონადან 09:50 საათზე გავიდა და სარაგოსაში 11:25 საათზე ჩავიდა.

გუნდის დელეგაციაშია ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ, დირექტორი პილარ გიუნოვარტი და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა. ვიცე-პრეზიდენტი ჟორდი კორდონერი შაბათის შემდეგ სარაგოსაში იმყოფება, სადაც შეხვედრები ჰქონდა.

სარაგოსაში ჩასვლისთანავე ფეხბურთელები სასტუმრო ”Hotel Reina Petronila”-ში დაბინავდნენ, სადაც შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებენ. შეგახსენებთ, რომ მატჩი ”სარაგოსას” და ”ბარსელონას” შორის თბილისი დროით 21 საათზე დაიწყება.

 


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward