“იუვენტუსის” ფეხბურთელმა მირკო ვიჩინიჩმა განაცხადა, რომ იტალიურ კლუბს ალექსის სანჩესი არ სჭირდება.
მას შემდეგ რაც “ბაიერნმა” “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან ასპარეზობას გამოთიშა, ბევრი ალაპარაკდა, რომ იტალიურ კლუბს ბლაუგრანას ცხრა ნომრის ყიდვა სურდა.
თუმცა მონტენეგროელი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ “ბებერ ქალბატონს” 24 წლის თავდამსხმელი არ სჭიდება.
“სანჩესი კარგი თავდამსხმელია, თუმცა ჩვენ საუკეთესო თავდასმითი ხაზი გვაქვს.”–ისაუბრა ფეხბურთელმა “Sky Sport Italia“–სთან ინტერვიუში.


