“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჟორდი როურამ მატჩის წინანდელი პრესკონფერენცია გამართა. ”ლიგა ჩვენთვის მთავარია. მართალია გვაქვს დანაკლისები, თუმცა გუნდი ძალიან ძლიერი, რომ არა თითოეული ფეხბურთელი ჩვენ ლა ლიგის ლიდერობას ვერ შევძლებდით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ფეხბურთელები სეზონის ამ დასკვნით ეტაპზე გამოჯანმრთელდებიან”.
“სარაგოსა” ამჯერად საკმაოდ ცუდ მდომარეობაშია. გუნდი ჩემოქვეითების პირას მყოფ გუნდებს ერთი ქულით უსწრებს. ამ საკითხზე როურამაც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეს ფაქტი სარაგოსას საშიშს ხდის. “თითუეული გუნდი, რომელიც რთულ სიტუაციაშია საშიშია. “სარაგოსაც” არაა გამონაკლისი. ჩვენ გველის რთული მატჩი რადგან თითიეული ქულა მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი და როგორც ყოველთვის ვეცადოთ, რომ გავიმარჯვოთ”.
ჟორდი როურამ ხერარდ პიკეზეც ისაუბრა: “მდგომარეობა მოითხოვს, რომ პიკემ ჩვეულებრივზე მეტ მატჩში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა ჩვენ ისეთი დრო უნდა გამოვნახოთ როცა მას დავასვენებთ”.
“ბარსას” მენეჯერმა ჩემპიონთა ლიგაზეც ისაუბრა. “ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ორ ფინალში მივიღეთ მინაწილეობა, ისევე როგორც “ბაიერნმა”. ამ წლების განმავლობაში “ბაიერნი” ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. ეს იქნება ძალიან რთული შეხვედრა, ყველაფერი კი განმეორებით შეხვედრაში გაირკვევა, რადგან ძირითადი დეტალები ცნობილი იქნება. ჩვენი მომზადება განსხვავებული იქნებოდა რეალსრომ შევხვედროდით რადგან მათ უკეთ ვიცნობთ.”
ბოლო კი როურამ განაცხადა, რომ კვირის მატჩის განაცხადში ბარსა ბ-ს ფეხბურთელი სერხი რობერტოც მოხვდება: “ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. როდესაც სანსი გვეძლევა მას ყოველთვის ვიმატებთ. ამ პოზიციაზე ძნელია მუდმივად ძირითადში ითამაშოს, თუმცა მომავალში აუცილებლად მიეცემა ამის შანსი”.



